Friends სპეციალური სერიით მაისში დაბრუნდება

ცნობილი ამერიკული სერიალი Friends 15 წლისა და 9 თვის შემდეგ სპეციალური ეპიზოდით ბრუნდება. Friends ახალი სერიით სერიალის 25-წლიან იუბილეს აღნიშნავს.

სერიაში ექვსივე ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, მეტ ლებლანი, დევიდ შვიმერი და ლიზა კუდროუ მიიღებს მონაწილობას.

ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა მეთიუ პერიმ Instagram გვერდზეც გაავრცელა. მან 90-იან წლებში გადაღებული სერიალის გმირების პოსტერი გააზიარა წარწერით "ეს ხდება". შემდეგ სერიალის სხვა მსახიობებმა პოსტი თავიანთ გვერდებზე გააზიარეს

სერიის რეჟისორი ბენ უინსონი, აღმასრულებელი პროდიუსერები კი მართა კაუფმანი, დევიდ კრეინი და კევინ ბრაითი იქნებიან.

ახალი ეპიზოდი მაისში HBO Max-ზე გავა. კონკრეტულად რა რიცხვში, ჯერჯერობით, უცნობია.

სერიას Warner Brothers-ის ცნობილ 24-ე სტუდიაში ჩაწერენ, სადაც სერიალს Friends იღებდნენ.

The Hollywood Report წერს, რომ მსახიობების ანაზღაურება სერიისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარიდან 3 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. 

გასული წლის სექტემბერში სერიალის შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა ტრიბეკას სატელევიზიო ფესტივალზე თქვეს, რომ შოუ ეკრანებზე აღარ დაბრუნება. 

სერიალის დაბრუნების შესახებ ჭორები, უკვე დიდი ხანია გავრცელდა. ამაზე თავად სერიალის ვარსკვლავმა, ჯენიფერ ენისტონმა ელენ დეჯენერისთან შოუში ისაუბრა. წამყვანმა მსახიობს უთხრა, რომ გაეგრძელებინათ სერიალის გადაღება, რაზეც ენისტონმა უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

სექტემბერში Friends-ის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა. სერიალის პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა, ბოლო კი 2004 წლის 6 მაისს.

კომენტარები