ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი: მე რომ თბილისში მშვიდობიანად ვარ, არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა

0 კომენტარი

ვაჟა გაფრინდაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შვილის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

"დღეს არის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღე. მე მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო. მე რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს არის ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება. მისი დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა არც ერთხელ ფიზიკური ზემოქმედება ჩვენს თანამემამულეებზე", - თქვა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში რეალური სივრცე.

2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

მისი ცხედარი, რომელსაც ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა, ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლება 28 დეკემბერს მოხერხდა. გაფრინდაშვილს არ ათავისუფლებდნენ, რადგან უარს ამბობდა "დანაშაულის" აღიარებაზე - მისი თქმით, არავითარი საზღვარი არ გადაუკვეთავს და საქართველოს ტერტორიაზე იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები