ბავშვთა ბულინგი

ბულინგის მსხვერპლი 9 წლის ბიჭი რაგბის ვარსკვლავებთან ერთად მოედანზე გამოვიდა [ვიდეო]

AAP

ბულინგის მსხვერპლი 9 წლის ავსტრალიელი ბიჭი, ქვადენ ბეილსი, ავსტრალიის ეროვნული რაგბის ლიგაზე, All Star-ის მატჩზე რაგბის ვარსკვლავებთან ერთად გამოვიდა. 

ბიჭის დედა ამბობს, რომ ის ყოველთვის ოცნებობდა, რაგბის ვარსკვლავი ყოფილიყო.

გულშემატკივრების ოვაციის ფონზე, ქვადენი, გუნდის კაპიტანთან ერთად, მორაგბეებს წინ მიუძღოდა. 

ბიჭი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც დედამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ქუადენი ტიროდა და ითხოვდა, მისთვის დანა მიეცათ, რათა თავი მოეკლა. 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ ინტერნეტში ბიჭის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი, რომლის დახმარებითაც ადამიანები მას დისნეილენდში წასასვლელად ფულს უგროვებდნენ. ბიჭისა და მისი დედის დისნეილენდში გასამგზავრებლად 10 ათასი დოლარი იყო საჭირო, თუმცა მათ ანგარიშზე უკვე 70 ათასი დოლარი შეგროვდა. 

ვიდეოს მრავალი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ჰიუ ჯეკმანი და ჯეფრი დინ მორგანი. ვიდეოებში მსახიობები ბიჭს ამხნევებენ, ამბობენ რომ ისინი მისი მეგობრები არიან და მის გვერდით იქნებიან, ხოლო საზოგადოებას მოუწოდებენ რომ მეტი სიყვარული გააზიარონ და არა ბოროტება. 

 

კომენტარები