რუსული ოკუპაცია

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალიდან გატაცებული 17 წლის მოზარდი თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალიდან გატაცებული 17 წლის მოზარდი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სუს-ში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპანტებმა მოზარდი დღეს, 23 თებერვალს მაშინ გაიტაცეს, როცა ტყეში შეშის შეგროვებას ცდილობდა. 

კომენტარები