საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები

კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, საქართველოს წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ შეხვდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში შემქნილი პოლიტიკური და წინასაარჩევნო გარემო იყო.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი მიუკერძოებელი ორგანიზაციაა და აშშ-ს მთავრობა ორგანიზაციასთან სიამაყით თანამშრომლობს. 

გთავაზობთ საელჩოს განცხადებას უცვლელად:

"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს.

დღეს ელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.

აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს."

კომენტარები