საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო: 24 თებერვლიდან მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება სასტიკად აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

უწყების ინფორმაციით, მდინარის ადიდების გამო, გაზდილი რისკებიდან გამომდინარე, მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენიკეს მოუწოდებს. 

უწყების განცხადებით, ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები. ასევე, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარები