Banksy

BANKSY: ცოტათი მიხარია, რომ ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ნამუშევარი დააზიანეს

დაზიანებული ნამუშევარი.

Banksy არ არის გაბრაზებული ვალენტინობის დღისადმი მის მიერ მიძღვნილი ნამუშევრის დაზიანების გამო - ამის შესახებ არტისტმა ინსტაგრამზე დაწერა.

"ცოტათი მიხარია, რომ Barton Hill-ში შესრულებული ნამუშევარი დააზიანეს. თავდაპირველი ჩანახატი ბევრად უკეთესი იყო", - წერს ის.

არტისტმა ჩანახატის ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც გოგო, რომელიც ჰაერში აფრენილ წითელ ვარდებს ესვრის, ოდნავ განსხვავებულია.

Banksy-ის მიერ ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ნამუშევარი დახატვიდან 48 საათში, 16 თებერვალს დააზიანეს.

გოგო კატაპულტიდან ცაში აფრენილ და ერთად შეკრულ წითელ ვარდებს ესვრის - არტისტმა ამ შინაარსის ნახატი ბრისტოლში, შენობის კედელზე დახატა.

14 თებერვალს Banksy-იმ დაადასტურა, რომ ნახატი მას ეკუთვნოდა და ნამუშევრის ამსახველი ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე დადო. 48 საათში კი ნახატს ვარდისფერი საღებავით წარწერა გადააწერეს, გული დაახატეს და შესაბამისად ის დააზიანეს.

კომენტარები