დონალდ ტრამპი

ტრამპი: მსურს უკრაინა და რუსეთი დაახლოვდნენ, ეს შესანიშნავი იქნება მსოფლიოსთვის

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში გაემგზავრა. გამგზავრებამდე მან თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე რას ფიქრობდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ქვეყანას არ სურს რუსეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა, რადგან ეს მათ ძლიერ მეტოქეს უქმნის, ტრამპმა უპასუხა:

"მე მსურს რომ ისინი დაახლოვდნენ. ვფიქრობ, თუ ისინი დაახლოვდებიან, იმ გაგებით, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ექნებათ, ეს შესანიშნავი იქნება მსოფლიოსთვის. თუ უკრაინა და რუსეთი შეიმუშავებენ რაიმე შეთანხმებას, რომლითაც ერთმანეთთან ურთიერთობებს დაალაგებენ, ეს ჩემთვის შესანიშნავი იქნება." თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის თანამშრომლობა ზოგ ქვეყანას აღიზიანებს, რადგან მათთვის გამოქვევას და გლობალურ მეტოქეს ქმნის:

"რუსეთისა და უკრაინის ნებისმიერი ინტეგრაცია, მათი შესაძლებლობების და უპირატესობების გათვალისწინებით, ნიშნავს მეტოქის წარმოქმნას, გლობალური მეტოქის როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოსათვის. არავის სურს ეს. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ერთმანეთს დაგვაშორონ." თქვა პუტინმა.

კომენტარები