რაფ სიმონსი Prada-ს შეუერთდა და ის იტალიური მოდის სახლის შემოქმედებით თანადირექტორად დაინიშნა.
ბელგიელი დიზაინერი მიუჩია პრადასთან ერთად გაიაზიარებს ყველა პასუხისმგებლობას და მონაწილეობას მიიღებს ქალისა და მამაკაცის კოლექციების შექმნაში.
Prada-სა და რაფ სიმონსის თანამშრომლობის შესახებ გუშინ, მილანში გახდა ცნობილი.
"მე ძალიან გახარებული ვარ ახალი ეტაპის დაწყებით, ეს იქნება საოცრად ამაღელვებელი. ჩვენ მოგვწონს ერთამენთი, პატივს ვცემთ ერთმანეთს და ვნახავთ რას ვიზამთ", - თქვა მიუჩია პრადამ.
მიუჩია პრადას თქმით, სიმონსთან გაფორმებული კონტრაქტი "სამუდამოა, დასასრული არ აქვს".
"მოხარული ვარ გაცნობოთ Prada-სთან პარტნიორობის შესახებ, ბრენდთან, რომელიც მთელი ცხოვრებაა მაინტერესებს. მე არ ვხურავ ჩემს ბიზნესს, უბრაოდ ყოველთვის ვეძებ ახალ გამოწვევებს", - თქვა რაფ სიმონსმა.
მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის პირველ საერთო კოლექციას მილანის მოდის კვირეულზე, 2020 წლის სექტემბერს ვიხილავთ - დიზაინერები 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას წარადგენენ.