მალაიზია

მალაიზიის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა, მისმა პარტიამ - მმართველი კოალიცია

The Times of Israel

მალაიზიის პრემიერმინისტრი მაჰატჰირ მოჰამედი ქვეყნის მეფეს გადადგომის შესახებ მოთხოვნა წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN მოჰამედის პრეს-ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს

CNN-ის ინფორმაციით, ეს გასაკვირი გადაწყვეტილება იმ ფონზე გახდა ცნობილი, რაც ქვეყანაში გავრცელდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მაჰატჰირ მოჰამედი ახალი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებას ცდილობდა, რომელიც გამორიცხავდა მის ჩანაცვლებას ანვარ იბრაჰიმის მიერ. 

მაჰატჰირ მოჰამედის პარტიამ ორშაბათს განაცხადა, რომ პარტია პრემიერმინისტრის მხარდაჭერის ნიშნად მმართველ კოალიციას დატოვებს. 

მაჰატჰირ მოჰამედმა, მსოფლიოს ყველაზე ხანშიშესულმა ლიდერმა, ბევრი დამკვირვებელი გააოცა 2018 წლის მაისში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებით. პრემიერმინისტრის რანგში მეორედ მოსულმა მაჰატჰირ მოჰამედმა (ის თავდაპირველად ამ თანამდებობას 1981-დან 2003 წლამდე იკავებდა) პირობა დადო, რომ მალაიზიას მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ ძალად აქცევდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 

კომენტარები