ტყიბულის შახტა

ტყიბულში მეშახტეები კვლავ გაიფიცნენ

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

ტყიბულში 200-ზე მეტი მეშახტე კვლავ გაიფიცა. ისინი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

მეშახტეების თქმით, ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა. 

ასევე აქციის მონაწილეები იმ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ძიძიგურის შახტში დასაქმებულები მინდელის სახელობის შახტში გადაჰყავთ. მეშახტეები ვარაუდობენ, რომ ამ ფორმით ადმინისტრაცია მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. 

"გაუსაძლისია, ძალიან მძიმე პირობებში ვართ. ისედაც მძიმე სამუშაო გვაქვს, მონურ პირობებში გვიწევს მუშაობა. გადავყავართ მინდელის შახტში სამუშაოდ, რაზეც კატეგორიულ უარს ვაცხადებთ, რადგან არ არის საიმედო" - ამბობენ მეშახტეები. 

ტყიბულში მეშახტეები გასული წლის სექტემბერშიც გაიფიცნენ. 

ტყიბულში 30-მდე გაფიცული მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს ამბობდა მანამ, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებდნენ და ინფორმაციას არ მიაწვდიდნენ იმაზე, თუ როდის აღდგებოდა ნახშირმოპოვებითი პროცესი.   

ნახშირმოპოვებითი სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა. ჩამოშლის შედეგად ოთხი ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.  

ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი 2018 წლის აპრილშიც დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები