ქართული ოცნება

ოცნება: ივანიშვილმა და NDI-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

"პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს" - აცხადებს ქართული ოცნება.

წლებია, მმართველი გუნდი NDI-ის კვლევებს აკრიტიკებს, მის შედეგებს არასერიოზულს უწოდებს და კომპანიას, რომელიც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისთვის ველზე მუშაობს, ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობასა და შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით, ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში ამერიკულ ინტერესებს აზარალებენ". მან NDI-სა და IRI-ის კვლევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა, "საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას".

კომენტარები