სახელმწიფო ქონება

ბათუმის პლაჟების ნაწილი მართვაში ბრენდულ სასტუმროებს გადაეცემა

ბათუმი
georgia.travel

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლზე ბრენდული სასტუმროების წინ მდებარე პლაჟის მონაკვეთები სამართავად ამ ბრენდულ სასტუმროებს გადააეცემათ. 

მერის, ლაშა კომახიძის ცნობით, საუბარი არ არის პლაჟის გასხვისება და საზოგადოებისთვის წვდომის დახურვაზე.

"ვინაიდან ეს არის მაღალი დონის ბრენდული სასტუმროები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ინტერესში იქნება თავის წინ არსებული პლაჟების მაღალ დონეზე მოწყობა, როგორც გამოყენების თვალსაზრისით, ასევე, იმ ობიექტების განთავსების თვალსაზრისით, რომლის ნებართვაც ექნებათ. მათთან [სასტუმროებთან] დასადებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების ინტერესები, რომ ეს არ იყოს დახურული პლაჟები, პირიქით - რომ იყოს სრული წვდომა საზოგადოებისთვის ყველა იმ ინფრასტრუქტურაზე და პლაჟზე, რომელიც სასტუმროებს მართვაში გადაეცემათ", — განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

ბათუმის მერი ამბობს, რომ ქალაქის მოსახლეობასა და პლაჟებზე მაღალი დონის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მოთხოვნა აქვს, რომლის მიწოდებას დიდ კომპანიებს შეუძლიათ. 

საკითხი უკვე გადაგზავნილია ადგილობრივ საკრებულოში და დეპუტატი საკითხზე ხვალ 25 თებერვალს იმსჯელებენ. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პირველი სასტუმრო, რომელსაც პლაჟი სამართავად გადაეცემა სასტუმრო ბათუმი თაუერი იქნება. 

ლაშა კომახიძის თქმით, ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მართავაში გადაცემული პლაჟებზე საზოგადოებისთვის წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს. 

კომენტარები