FRIENDS-ის სპეციალური სერიისთვის თითოეული მსახიობი 2.5 მილიონ დოლარს მიიღებს

NBC

22 თებერვალს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამერიკული სერიალი Friends 15 წლისა და 9 თვის შემდეგ სპეციალური ეპიზოდით ბრუნდება.

სერიაში ექვსივე ვარსკვლავი - ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, მეტ ლებლანი, დევიდ შვიმერი და ლიზა კუდროუ მიიღებს მონაწილობას.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რა თანხას მიიღებს თითოეული მსახიობი Friends-ის სპეციალური სერიისთვის:

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თითოეული მსახიობი ჰონორარის სახით 2,250,000 მილიონი დოლარიდან 2,500,000 მილიონ დოლარამდე მიიღებენ. თავდაპირველად, 21 თებერვალს, Variety-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითოეულ მსახიობს 1 მილიონი დოლარი შესთავაზეს, თუმცა მათ ამ ჰონორარზე უარი თქვეს.

ცნობისთვის, სერიალ Friends-ის ბოლო ორ სეზონში, ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობები თითოეულს სერიაში სწორედ 1 მილიონ დოლარს იღებდნენ.

ახალი ეპიზოდი მაისში HBO Max-ზე გავა. კონკრეტულად რა რიცხვში, ჯერჯერობით, უცნობია.

სერიას Warner Brothers-ის ცნობილ 24-ე სტუდიაში ჩაწერენ, სადაც სერიალ Friends-ს იღებდნენ.

კომენტარები