ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.2 თეთრით, ევროსთან 2.01 თეთრით გამყარდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 24 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დოლართან გამყარებამ 2.20 თეთრი შეადგინა. თუ ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით აქამდე 2.8299 ლარი იყო, ახლა კურსი 2.8079-მდე შემცირდა.

ევროსთან ლარი 2.01 თეთრით გამყარდა. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0370 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ევრო 3.0571 ლარი ღირდა.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

კომენტარები