თამბაქო

მაჭავარიანი: ტყუილია, რომ სიგარეტი ძვირდება და 15 ლარი ხდება, აქციზს 2022 წლამდე არ გავზრდით

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიგარეტზე ფასი უახლოეს წლებში მოიმატებს.

"არასწორად იყო ინტეპრეტირებული, თითქოს რაღაც ძვირდება და 15 ლარი გახდება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს" - ამბობს მინისტრი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, მთავრობას თამბაქოს მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან "ძალიან მჭიდრო" კომუნიკაცია აქვს.

"ჩვენ მათ გავაცანით ორი წლის გეგმა, 2020-2021 წლების, სადაც აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ მოხდება. 2021 წლის ბოლოს, ასევე, შემდეგ ორწლიან გეგმას გავაცნობთ. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა [საქართველოში სიგარეტის ფასი] ევროკავშირის მოთხოვნებთან, მე მგონია, რომ ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს სივრცე, ეს ვადა კიდევ გადავწიოთ" - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები