უძრავი ქონება

თბილისის უბნები, სადაც უძრავი ქონების საშუალო ფასი ყველაზე მაღალია

ანალიტიკური კომპანია Cushman & Wakefield თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს.

მიმოხილვაში მოყვანილია სტატისტიკა, ქალაქის რომელ ნაწილებშია უძრავი ქონების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი. სია ასე გამოიყურება:

  1. მთაწმინდა - $1032 კვ.მ-ზე
  2. ვაკე - $985
  3. საბურთალო - $899
  4. კრწანისი - $798
  5. ჩუღურეთი - $733
  6. დიდუბე - $687
  7. ისანი - $575
  8. გლდანი - $550
  9. ნაძალადევი - $544
  10. სამგორი - $512

გარდა ამისა, მთაწმინდაზე ყველაზე ძვირია ბინის ქირაობაც, სადაც ერთი კვადრატული მეტრის მაქსიმალური ფასი თვეში 17.33 აშშ დოლარია.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, თბილისში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა მცირე ზომის ბინებზეა - 2019 წელს უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული ტრანზაქციების 69% მოდიოდა 70კვ.მ ან ნაკლები ფართობის ბინებზე.

 

კომენტარები