ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის საქმეებზე დამნაშავედ ცნეს

0 კომენტარი
ფოტო: New York Post

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეებზე დამნაშავედ ცნეს.

პროდიუსერი ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ დანმაშავედ ორ საქმეზე ცნო - მას სხვადასხვა ქალებთან მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუტმკიცდა.

ამ საქმეებზე განსაზღვრული სასჯელის ვადა შემდეგნაირად გამოიყურება:

მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურების დამტკიცება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობის დამტკიცება მინიმუმ 5-წლიან და მაქსიმუმ 25-წლიან პატიმრობას.

პროდიუსერს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა, რომლის მიხედვითაც 2006 წელს მას ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკი ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

ჰარვი ვაინშტაინის საქმეს ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში 12 ნაფიცი მსაჯული - 7 კაცი და 5 ქალი განიხილავდა.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ამის შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს გარშემო მყოფი ქალები წერდნენ სექსუალური შევიწროების გამოცდილებებზე.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები