ქალები

"იყავი ლედი! ისინი გვეუბნებიან"- ვიდეო ქალების შესახებ, სინტია ნიქსონის მონაწილეობით

0 კომენტარი

"იყავი ლედი, ისინი გვეუბნებიან" - ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ამ სათაურით ვიდეო გავრცელდა, რომელიც ჟურნალმა Girls.Girls.Girls.Magazine- მა გამოაქვეყნა. 

ვიდეოში Sex And The City-ის ვარსკვლავი, სინტია ნიქსონი ქალების შესახებ ტექსტს კითხულობს, რომელიც კამილა რეინვილს ეკუთვნის. 

"იყავი ლედი, მათ ასე თქვეს. შენი კაბა ძალიან მოკლეა, შენი შარვალი ზედმეტად ვიწროა, სხეული ზედმეტად არ გამოაჩინო, დამალე მკერდი, კისერი, მუცელი დამანახე, არ გამოაჩინო თეთრეული, დამალე მხრები, შეიმოსე, გაიხადე..."

"ისინი გვეუბნებიან: ნუ იქნები გამომწვევი, კაცები თავს ვერ გააკონტროლებენ. ნუ იქნები პროვოკაციული. ატარე შავი, იყავი ქუსლებზე, ეს არ ჩაიცვა. ისე გამოიყურები, თავს არ გავხარ... ისინი გვეუბნებიან...

უცხოებს ნუ უღიმი, ნუ ხარ ბოსი, ნუ იქნები სენტიმენტალური, ცელულიტები მოიშორე, ნუ ამბობ -დიახ, ნურც არას ამბობ! ნუ ხარ ასეთი საცოდავი.. შვილები არ გინდა? ერთხელაც მოგინდება!ამდენს ნუ ლაპარაკობ..."

ეს მხოლოდ ტექსტის ნაწყვეტია ამ 3-წუთიანი შთამბეჭდავი ვიდეოდან, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები