კრიმინალი

შსს: 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა

Getty Images

შსს-სინფორმაციით დააკავეს 19 წლის პირი,რომელმაც მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. უწყების ინფორმაციით, დანაშაული წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები