იაპონია

იაპონიაში პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა

იაპონიაში, ნიიგიტას პრეფექტურაში პლანეტის უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა, ის 112 წლის იყო. ტიტეცუ ვატანაბეს უხუცესი მამაკაცის ტიტული ორი კვირის წინ გადასცეს. იაპონური მედიის ინფორმაციით, იგი ერთ-ერთ მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა. 

ვატანაბეს ყველაზე ასაკოვანი კაცის სტატუსი 12 თებერვალს მიანიჭეს იმ მომენტისთვის 112 წლის და 344 დღის ასაკის იყო. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს დაიბადა. ახალგაზრდობაში ვატანაბე ტაივანში ერთ-ერთი შაქრის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობდა. 

ვატანაბე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომშიც, რომლის დამთავრების შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა. იგი პენსიაზე 1974 წელს გავიდა, მას 12 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავდა. 

ასევე, იაპონელი იყო უხუცესი მამაკაცის ტიტულის წინა მფლობელიც. 113 წლის მასაძო ნონაკას უხუცესი მამაკაცის სტატუსი 2018 წლის აპრილში მიანიჭეს. ნონაკა გასული წლის იანვარში გარდაიცვალა.

კომენტარები