თრეილერები

ფილმის A Quiet Place 2 ახალი თრეილერი გამოვიდა (VIDEO)

0 კომენტარი

ფილმის  A Quiet Place გაგრძელების ახალი თრეილერი გამოვიდა. 

სურათის მეორე ნაწილში უკვე ნაცნობი ებოტების ოჯახი ტოვებს თავიანთ სახლს და სხვა მშვიდი ადგილის საძიებლად მიემართება, გზებზე კი უცხოპლანეტელები კვლავ დაძრწიან. ამჯერად მაყურებელი გაიგებს, როგორ მოხვდნენ მონსტრები დედამიწაზე და ახალ პერსონაჟებს გაიცნობს. 

ფილმის რეჟისორი კვლავ ჯონ კრასინსკია, მსახიობების გუნდს კი კილიან მერფი შეუერთდა. 

A Quiet Place 2-ის პრემიერა 2020 წლის 20 მარტს შედგება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები