ჩინეთი

ჩინეთის სასამართლომ ჰონგ-კონგში წიგნების გამყიდველს და ავტორს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Getty Images

კონტინენტური ჩინეთის სასამართლომ ჰონგ-კონგში წიგნების გამყიდველს და ავტორს, კუი მინხაის "სხვა ქვეყნისთვის სადაზვერვო ინფორმაციის არალეგალური ინფორმაციის მიწოდების გამო" 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კუი მინხაი წარმოშობით კონტინენტური ჩინეთიდანაა, შემდეგ ის შვედეთის მოქალაქე გახდა. 

ბოლო პერიოდში ჰონგ-კონგში მან რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრების პირად ცხოვრებაზე. მსგავსი წიგნები კონტინენტურ ჩინეთში აკრძალულია, თუმცა ჰონგ-კონგში "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპით, კანონით, დაშვებულია. 

ის თავდაპირველად 2015 წელს დაიჭირეს, როდესაც ტაილანდში მოგზაურობის დროს გუჩინარდა. კუი 2015 წელს ჰონგ-კონგში არსებული პატარა წიგნის მაღაზიის Causeway Bay Books 5 გაუჩინარებული წარმომადგენელიდან ერთერთია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი კონტინენტურ ჩინეთში გადაიყვანეს. მასთან ერთად დაკავებული 4 პირი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

კუი მინხაი ხელახლა 2016 წელს გამოჩნდა, როდესაც თქვა, რომ ჩინეთში 10 წლის წინ მომხდარი საგზაო შემთხვევაში მონაწილეობის გამო დაბრუნდა. უფლებადამცველებს სჯერათ, რომ კუის ამის თქმა აიძულეს. 

2 წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. გათავისუფლებიდან 2 თვეში კი პეკინში, მაშინ როდესაც ორ შვედ დიპლომატთან ერთად იმყოფებოდა, დააკავეს.

რამდენიმე თვის წინ ის კიდევ ერთი ვიდეოთი გამოჩნდა, როდესაც შვედეთს მისი საქმის სენსაციაში გადაზრდაში დასდო ბრალი. 

ჩინეთში ნინპოს სასამართლოში განაცხადეს, რომ გუი მინხაიმ თავისი ჩინეთის მოქალაქეობა 2018 წელს აღიდგინა. ჩინეთი ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს. სასამართლომ ისიც თქვა, რომ კუი მინხაის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების სურვილი არ ჰქონდა.

კუის ქალიშვილი, ანჯელა სხვა მხარდამჭერებთან ერთად მის გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ ის უკანონო პოლიტიკური გასამართლების მსხვერპლია.

შვედეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე ასევე ითხოვს, რომ შვედეთის მოქალაქესთან, კუი მინხაისთან კავშირი დაამყარონ, რათა საკონსულო დახმარება გაუწიონ მას. 

ჩინეთის Human Rights Watch-ის მკვლევარმა იაციუ ვანგმა განაცხადა, რომ კუის დაპატიმრების რეალური მიზეზი მისი საქმიანობა - ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაზე კრიტიკული წიგნების გამოქვეყნება იყო.

მის საქმეს ხშირად იხსენებდნენ ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების დროს, როგორც ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის თავისუფლებების შელახვის ერთერთ მაგალითს.

კომენტარები