საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია

ევროპული საქართველო: მიენიჭოს გმირ კურსანტს, შალვა ერისთავს ეროვნული გმირის წოდება

ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით, გმირ კურსანტს, შალვა ერისთავს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

პარტიის წევრებმა ასევე პატივი მიაგეს დამფუძნებელი კრების საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ სიკვდილით დასჯილ და რეპრესირებულ წევრებს.

გარდა ამისა, ევროპული საქართველო საკრებულოს სთავაზობს, რომელიმე ქუჩას საქართველოს დასახმარებლად ჩამოსწრებული ფრანგული სამხედრო გემის, "ვალდეკ რუსოს" სახელი ეწოდოს.

1921 წლის 24 თებერვალს, წითელარმიელებმა სანგარი დაიკავეს და ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს ტყვიამფრქვევით უპასუხეს. 22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდა და ტყვიამფრქვევს საკუთარი სხეულით გადაეფარა. ამის შემდეგ ქართველებმა სანგარი დაიბრუნეს.

25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. როგორ მოხდა საქართველოს გასაბჭოება - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები