სახაზინო ობლიგაციები

ფინანსთა სამინისტრომ 80 მილიონის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 25 თებერვლის ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

აუქციონში ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში, მოთხვონამ 228 300 000 ლარი შეადგინა.

მინიმალურმა განაკვეთმა 8.8% შეადგინა, მაქსიმალურმა 9.05% ხოლო საშუალო შეწონილი 9.008%. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125%-ის ტოლი იყო.

კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში უნდა მოხდეს.

კომენტარები