კობი ბრაიანტი

ვანესა ბრაიანტი ვერტმფრენის კომპანიასა და გარდაცვლილი პილოტის ოჯახს უჩივის

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კობი ბრაიანტის ცოლი, ვანესა ბრაიანტი ვერტმფრენის მფლობელ კომპანიასა და გარდაცვლილი პილოტის ოჯახს უჩივის, რომელიც ტრაგედიის დღეს ავიატრანსპორტს მართავდა.

საჩივარში წერია, რომ ვერტფრენის პილოტმა არა ჯორჯ ზობაიანმა უყურადღებობა და გულგრილობა გამოიჩინა, როდესაც ცუდი ამინდის მიუხედავად ფრენის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ვანესა ბრაიანტის თქმით, ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდის გამო ტურ-კომპანიებმა ვერტმფრენს დაჯდომა აიძულეს, თუმცა პილოტმა ნებართვა მოითხოვა ფრენის გასაგრძელებლად.

ვერტმფრენის მფლობელი კომპანია Island Express Helicopters-ისგან ვანესა ბრაიანტი კომპენსაციას ითხოვს. ასევე, საჩივრის მიხედვით მას სურს, რომ კომპანია დაჯარიმდეს.

ვანესა ბრაიანტმა საჩივარი კობი და ჯიანა ბრაიანტების გასახსენებლად ჩატარებული საღამოს შემდეგ შეიტანა.

საღამო ლოს-ანჯელესში გაიმართა, რასაც კობი ბრაიანტის მეგობრები, სპორტსმენები, ცნობილი ადამიანები და ფანები დაესწრნენ. 

26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი ვერტფმრენის კალაბასასში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მთლიანობაში, ტრაგედიის შედეგად, ვერტმფრენში მჯდომი ცხრავე ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები