ლარის კურსი

ლარი გამყარებას განაგრძობს - დოლარი ₾2.7946 ღირს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 25 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გამყარდა.

დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 1.33 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.79 თეთრით.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0291 ლარი.

2019 წლის 26 ივნისის შემდეგ, ეს ლარის ყველაზე კარგი მაჩვენებელია დოლართან.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთანაც, ხოლო გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან.

კომენტარები