კორონავირუსი

იტალიიდან ქუთაისში ჩამოფრენილ 20 წლის გოგოს კორონავირუსი არ აქვს, მას H1N1 დაუდგინდა

interfax.ru

იტალიიდან ჩამოსულ 20 წლის გოგოს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ქუთაისის აეროპორტიდან კლინიკაში გადაყვანილ ახალგაზრდა ქალს სეზონური გრიპი, H1N1 დაუდგინდა. პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ერთი საათის წინ მიიღეს.

"აეროპორტიდან მოიყვანეს იტალიიდან ჩამოსული 20 წლის გოგონა. ჰქონდა ტემპერატურა 37.8 და ხველა. ის იტალიის რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. მოვათავსეთ იზოლაციაში, ბოქსირებულ პალატაში და დავიწყეთ სათანადო გამოკვლევები. ერთი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი - H1N1" - თქვა ქუთაისის ინფექციური ცენტრის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს ახალი ვირუსის აღმოჩენა დადასტურდა. 24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი - 15 ადამიანი - ირანში გარდაიცვალა. მას მოსდევს სამხრეთ კორეა და იტალია, 7-7 გარდაცვლილით. 

კომენტარები