The Matrix 4

ახალი ვიდეოები ფილმის Matrix მეოთხე ნაწილის გადასაღები მოედნიდან ინტერნეტში გავრცელდა

მატრიცის მეოთხე ნაწილის გადაღებები სან ფრანცისკოში მიმდინარეობს. ინტერნეტში გადასაღები მოედნიდან ახალი ვიდეოები გავრცელდა. 

მოწმეების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ვერტმფრენი, ბევრი მანქანა და სან ფრანცისკოს ქუჩაში გადაღებებისთვის მოწყობილი აფეთქება.

შეგახსენებთ, რომ ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ისევ ლანა ვაჩოვსკი იქნება. მეოთხე ნაწილს Warner Bros. და Village Roadshow Pictures გადაიღებენ.

კომენტარები