სექსუალური შევიწროება

პლასიდო დომინგო ქალებს, რომლებმაც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ბოდიშს უხდის

Hollywood Reporter

საოპერო შემსრულებელი, პლასიდო დომინგო ქალებს, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწორებაში დაადანაშაულეს, "მიყენებული ტკივილისთვის" ბოდიშს უხდის - ამის შესახებ ის ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს.

"მე გამოვიყენე უკანასკნელი რამდენიმე თვე, რათა მომეხდინა რეაგირება იმ ბრალდებებზე, რომლებსაც ჩემი რამდენიმე კოლეგა მიყენებს. ვაფასებ, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ქალებმა თავი კომფორტულად იგრძნეს, რათა ხმამაღლა ელაპარაკათ და მე მართლა ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რაც მათ მივაყენე.

მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქცევებზე. ახლა ვხვდები, რომ ზოგიერთ ქალს შესაძლოა შეშინებოდა გულწრფელი ემოციების გამოხატვის, რათა ამას მათ კარიერაზე უარყოფითად არ ემოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა, ასე თავი არასდროს არავინ უნდა იგრძნოს", - წერია განცხადებაში.

79 წლის პლასიდო დომინგომ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მუსიკალური არტისტების გილდიამ ამერიკაში გამოძიება ჩაატარა. 

გამოძიებით გამოიკვეთა, რომ სამსახურში თუ მის გარეთ, პლასიდო დომინგოს ქცევები თავის კოლეგებთან ფლირტიდან სექსუალურ შევიწროებამდე იცვლებოდა. ამასთან ერთად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 20 ადამიანზე მეტი, რომლებიც ამბობდნენ, რომ საოპერო მომღერლისგან სექსუალური შევიწროების ან შეუფერებელი ქცევის ფაქტს გადაწყდომიან.

მიუხედავად გამოქვეყნებული განცხადებისა, პლასიდო დომინგო ბრალდებებს არ აღიარებს.

---

გასული წლის აგვისტოს, საოპერო მომღერალი, 8 ქალმა - შვიდმა მომღერალმა და ერთმა მოცეკვავემ - Associated Press-თან საუბარში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ქალების თქმით, მომღერალი მათ გვიანი 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა. მაშინ, გამოცემასთან საუბრისას მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანომ, პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი.

პლასიდო დომინგომ სექსუალური შევიწროების ბრალდებები მაშინვე უარყო.

მიუხედავად ბრალდებების უარყოფისა, საოპერო მომღერალს, ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის დატოვევა მოუწია.

კომენტარები