თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 26 თებერვალს ელექტრომომარაგება გლდანის რაიონის ნაწილს დროებით შეიზღუდება.

15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, შენგელიას, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის და ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები