Disney

ბობ აიგერმა DISNEY-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა

ბობ აიგერი

ბობ აიგერმა Disney-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და მას თანამდებობაზე ბობ ჩაპეკი ჩაანაცვლებს - ამის დამადასტურებელი განცხადება სამშაბათს გავრცელდა.

განცხადებაში ბობ აიგერი წერს, რომ ეს ოპტიმალური დროა ახალი აღმასრულებელი დირექტორის დასანიშნად.

"ეს ოპტიმალური დრო იყო ახალი აღმასრულებელი დირექტორის დასანიშნად. ბობის მიმართ უაღრესი ნდობით ვარ გამსჭვალული და ველოდები, რომ შემდეგი 22 თვის განმავლობაში მასთან ერთად ვიმუშავებ, სანამ ის სიღრმეებში ჩავა დისნეის გლობალური ოპერაციებისა და ბიზნესების, მე კი კომპანიის კრეატიულ მხარეზე ვკონცენტრირდები", - წერია განცხადებაში.

ბობ აიგერს კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურება, ამიტომ ის ბობ ჩაპეკთან ერთად იმუშავებს და როგორც თვითონ წერს, კომპანიის კრეატიულ მხარეზე კონცენტრირდება.

ბობ აიგერი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. მას აღმასრულებელი დირექტორის პოსტის თანამდებობა დისნეიში 2005 წლიდან უკავია.

"ვგრძნობ, რომ დროის მაქსიმუმს, რაც შემიძლია გამოვყო, კომპანიის კრეატიულ მხარეს უნდა ვუთმობდე", - წერს ის.

დისნეის ახალი და მეშვიდე აღმასრულებელი დირექტორი, ბობ ჩაპეკი, კომპანიაში 1993 წლიდან მუშაობს. ის აქამდე დისნეის პარკებისა და პროდუქტების წარმოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები