სერიალები

პაოლო სორენტინომ ახალგაზრდა პაპის ახალი სეზონის გადაღების შესაძლებლობაზე ისაუბრა

0 კომენტარი
ფოტო: Film

სერიალის Young Pope რეჟისორმა პაოლო სორენტინომ გამოცემასთან IndieWire შოუს კიდევ ერთი სეზონის გადაღებაზე ესაუბრა. სორენტინოს თქმით, მას უკვე აქვს ერთი სრულიად არანორმალური იდეა.

"კიდევ ერთი სეზონის გადაღებაზე ვფიქრობ, თუმცა არ ვიცი გადავიღებ თუ - არა. ამისთვის დრო უნდა ვიპოვო და HBO დავარწმუნო. მესამე სეზონისთვის ერთი იდეა მაქვს, მაგრამ ის სრულიად არანორმალურია, იმდენად არანორმალურია, რომ არ ვიცი შევძლებ თუ არა მის განხორციელებას. ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ მისი რეალიზება ძალიან რთული იქნება." თქვა რეჟისორმა.

სორენტინოს უნდა, რომ მესამე სეზონი ვატიკანის კედლებს გარეთ განვითარდეს და სერიალის ერთგვარ პრიქველად იქცეს. მისი თქმით თუ მას მესამე სეზონის გადაღება გამოუვა, მაყურებელი ჯუდ ლოუს გმირსა და რამდენიმე ნაცნობ პერსონაჟს აუცილებლად იხილავს. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის New Pope ნახვა უკვე შესაძლებელია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები