საქართველო - რუსეთი

პუშკოვი: ქართველი ჟურნალისტები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან აღტკინებული ქალბატონები არიან

ალექსეი პუშკოვი
RT

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და ქართველი ჟურნალისტებს შორის მომხდარ გუშინდელ ინციდენტს რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერალური საბჭოს წევრი, პერმის ტერიტორიის სახელმწიფო უფლებამოსილების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ალექსეი პუშოვი თავის Twitter-ზე გამოეხმაურა:

"ქართველი ჟურნალისტები, რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ აღტკინებული ქალბატონები არიან. მათი ზეწოლა არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე - როგორც მოსკოვში, ასევე სტრასბურგში, ევროსაბჭოში. ისინი აგრესიული, ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მაგალითებს იღებენ. ჰგონიათ, რომ პასუხი ძირფესვიანად უნდა ამოგლიჯონ".

25 თებერვალს ქართველი ჟურნალისტები ჟენევაში სერგეი ლავროვისთვის კითხვის დასმას ცდილობდნენ, რა დროსაც ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ავადმყოფები უწოდა

მოგვიანებით ამ ამბავს რუსეთის საგარეო უწყების სპიკერიც გამოეხმაურა და თავის Facebook-გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ჟურნალისტებს თავდასხმაში სდებდა ბრალს. 

საპასუხოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ტელეკომპანია იმედთან ერთად ცდილობდა ლავროვისთვის შეკითხვის დასმას, პროცესის ამსახველი სრული ვიდეო-ჩანაწერი გამოაქვეყნა, რითიც ზახაროვას ეს მტკიცება ბათილდება.

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ლავროვთან დაკავშირებულ ინციდენტსა და ზახაროვას გამოხმაურებას უპასუხა, რომელმაც ქართველი ჟურნალისტები "თავდასხმაში" დაადანაშაულა. 

კომენტარები