პირადი ცხოვრება

კაცს, რომელიც ქალს პირადი კადრების მუქარით მასთან სექსს აიძულებდა, 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

Arun Sankar/Agence France-Presse — Getty Images

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. კაცს, რომელიც ქალს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით სექსს აიძულებდა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების  ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ. ამ მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა" - აცხადებს პროკურატურა. 

სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 20 მაისს ქ.სიღნაღში დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა) წარედგინა. 

კომენტარები