მცხეთის მერია

მერია: მცხეთაში დაუდგენელმა პირებმა კანადური ნეკერჩხლის 9 ნერგი გადატეხეს (ფოტოები)

0 კომენტარი

მცხეთაში, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ დარგული ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. მცხეთის მერიის ცნობით, გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დარგეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

"გამოძიება დაწყებულია. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული" - აცხადებს მცხეთის მერია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები