თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის, ჭყონდიდელის, გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ლამბერტის, კასტელის, შმერლინგის, მონპერეს და მაქს ტილკეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას, ნავთლუღის, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ჩოჩუას, კოპცევის, ზანდუკელის, კვაჭანტირაძის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები