ცნობილი ადამიანები

"ის ანგელოზი იყო" - კორტნი ლავმა კურტ კობეინს ქორწინების 28 წლისთავზე წერილი მიუძღვნა

კორტნი ლავი და კურტ კობეინი.

კორტნი ლავმა კურტ კობეინს ქორწინების 28 წლისთავთან დაკავშირებით წერილი მიუძღვნა, რომელიც საკუთარ ისტაგრამზე გამოაქვეყნა.

ლავმა წერილს მათი ქორწინების დღეს გადაღებული აქამდე უცნობი ფოტოც დაურთო.

"28 წლის წინ ჩვენ დავქორწინდით. ჰონოლულუში, ვაიკიკის სანაპიროზე.

28 წლის წინ მახსოვს შეგრძნება ღრმად, აღფთოვანებით, თავბრუსხვევით შეყვარებული ვიყავი და ვიცოდი, რომ გამიმართლა. ეს კაცი ანგელოზი იყო. მადლობელი ვარ, რომ დაინტერესებული იყო ჩემით. ძალიან ბევრი ნაწილი უკანასკნელ 28 წელში აუტანლად ქაოსური და რთული იყო. და საჯაროდ? ეს არის ყველაზე ბნელი რამ, რაც შეიძლება წარმოვიდგინო. ამან კინაღამ ჩამოშალა ჩემი გამძლეობა, კინაღამ. თუმცა, კურტის უცნაური და საოცარი ღვთიურობით და რამდენიმე მეგობრით, სასოწარკვეთილების, სიფხიზლის, სიყვარულის, უმაღლესი ძალებისა და ემპათიის შედეგად მე აქ ვარ. მე კარგად ვიქნები, ჯანდაბა. მას ნაპირზე ვხედავ, როგორ ერთობა თავისუფალ სამყაროში. ჩემი ქმარი", - წერს კორტნი ლავი.

კურტ კობეინმა და კორტნი ლავმა ერთმანეთი 1990 წლის 12 იანვარს ღამის კლუბში გაიცნეს. გაცნობიდან 2 წელიწადში, 1992 წლის 24 თებერვალს წყვილმა იქორწინა - ქორწინებისას კორტნი ლავი უკვე ორსულად იყო. ისინი კურტ კობეინის თვითმკვლელობამდე, 1994 წლის 5 აპრილამდე ერთად იყვნენ.

კომენტარები