კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: პაციენტი საბაჟოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვებთან შეხება არ ჰქონია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია.

"პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეს არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია', — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

"გვინდა გაცნობოთ, სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი  დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდა. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მინდა გაცნობოთ, რომ საბაჟო ზოლზე ეს მოქალაქე სრულად ეკიპირებულმა მებაჟეებმა. ეს ამცირებს მათი დასნებოვნების რისკს, თუმცა ჩვენ ეხლა ვახორციელებთ მათი ჯანმრთელობის კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილნი იქნებიან საკარანტინო სივრცეში",— თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 14 ადამიანთან დაკავშირებით, რომელთა ტესტის პასუხიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს მარინე ეზუგბაია ამბობდა, თითოეულ პაციენტზე ტესტის ჩატარება დროში გაიწელა, რადგან "14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად, რადგან ტესტს თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შესრულება და დრო".

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა

კომენტარები