Brant-ის მარკის, მაისის ფიუჩერსების ღირებულება 52 დოლარს ჩამოცდა, რაც ბოლო 14 თვის მინიმალური მაჩვენებელია. ბოლოს ესე ცოტა ნავთობი 2018 წლის დეკემბერში ღირდა.
47 დოლარამდე შემცირდა WTI-ის მარკის ნავთობის ფასიც. მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირება ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ განაპირობა. დაავადების გავრცელების გამო ნავთობზე 20%ით მოთხოვნა შემცირდა ჩინეთში, ხოლო გავრცელების საფრთხის გამო ჩინეთთან მიმოსვლა რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდა.
შედეგადად შემცირდა ავიარეისები, სარკინიგზო გადაზიდვები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნა. Bloomberg-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი 21%-ით არის შემცირებული.
არსებული ინფორმაციით უახლოეს დღეებში ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოთა [OPEC] შეხვედრა გაიმართება. მოსალოდნელია, რომ მხარეები ნავთობის მოპოვებას მკვეთრად შეამცირებენ, რამაც ფასი უნდა დაასტაბილუროს.