ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები

ზალკალიანი: ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებას ჟენევის ფორმატში განვიხილავთ

0 კომენტარი
ფოტო: მარშალპრესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ აძვიდან, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს შემთხვევა ჟენევის ფორმატში იქნება განხილული. 

"ცხელი ხაზი ამოქმედებულია და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, უახლოეს ჟენევის შეხედრაზე, ყველა შემთხვევა იქნება განხილული. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გათავისუფლება," - თქვა ზალკალიანმა. 

დღეს საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა გორის სოფელ აძვიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.  

სუს-ის ინფორმაციით, მომხდარზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები