ბრექსითი

ბრიტანეთის მთავრობა ივნისში გადაწყვეტს გაგრძელდება თუ არა ევროკავშირთან მოლაპარაკებები

0 კომენტარი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ევროკავშირთან მოლაპარაკებების მანდატის პირობები. მოლაპარაკებები მომდევნო კვირას უნდა დაიწყოს. დოკუმენტის მიხედვით მიმდინარე წლის ივნისში გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებები. ამ გადწყვეტილებას ბრიტანეთის მთავრობა იმ პროგრესზე დაყრდნობით მიიღებს, რის მიღწევასაც მომდევნო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების ფარგლებში მოახერხებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ქვეყნებთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პირობებით ითანამშრომლებს.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათ სურთ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელება კანადის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის პრეცედენტების მაგალითზე.

დოკუმენტის მიხედვით შეთანხმების ჩარჩო ივნისისათვის უნდა გამოიკვეთოს და სექტემბრამდე მისი დასრულება უნდა იყოს შესაძლებელი, რათა ბრიტანეთმა მოლაპარაკებები გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 31 იანვარს დატოვა. ამის შემდეგ მოქმედდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც 11 თვითაა განსაზღვრული და ამ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის წევრებთან სავაჭრო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებზე შეთანხმებებს უნდა მიაღწიოს და ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკვე გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს მიზანი დასახულ ვადაში მიღწევადია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები