ახალი კორონავირუსი

ირანში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 245 შემთხვევა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხმა 26-ს მიაღწია. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 245 შემთხვევა.

ჩინეთის შემდეგ, ვირუსით გარდავლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან - წაიკითხეთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები