ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.14 თეთრით, ევროსთან 3.03 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 27 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

დოლართან გაუფასურებამ 1.14 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 3.03 თეთრი.

შესაბამისად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.8042 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი - 3.0686 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთანაც, ხოლო გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

გასული დღეების განმავლობაში ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით იმატებდა და 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მეტად იყო გამყარებული.

კომენტარები