ჯუნ ჰო-ბონგი

ჯუნ ჰო-ბონგი: რეჟისორები, რომლებსაც მომავალი 20 წლის განმავლობაში თვალი უნდა ვადევნოთ

Looper

სამხრეთ კორეელი წარმოშობის ოსკაროსანმა რეჟისორმა, ჯუნ ჰო-ბონგმა დაასახელა რეჟისორები, რომელთა ნამუშევრებს მომავალი 20 წლის განმავლობაში თვალი უნდა ვადევნოთ. მან ამ სიით რეჟისურაში ყოფნის 20 წელიწადი აღნიშნა.

ჯუნ ჰო-ბონგის სიაში სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენელი რეჟისორები მოხვდნენ: არი ასტერი (Hereditary), რობერტ ეგერსი (The Lighthouse) , ჯორდან პილი (Get Out), ალი აბასი, ბი განი, ფრენსის ლი, ხაირო ბუსტამანტე, ჰამაგუჩი რიუსუკე, ოლივერ ლაქსი, პეტრო მარჩელო, დევიდ რობერტ მიტჩელი. 

ბონგმა აღნიშნა ქალი რეჟისორებიც. მის სიაში მოხვდნენ მატი დიოპი, როუზ გლასი, ალმა ჰაპელი, ჯენიფერ კენტი, ალიჩე რორვახერი, ქლოი ჩჟაო, კირსტენ ჯონსონი, ჯენიფერ რიდერი, იუნ გაიუნი.

შეგახსენებთ, რომ წელს ოსკარის დაჯილდოებაზე ჯუნ ჰო-ბონგის ფილმმა Parasite გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი, ხოლო ჯუნ ჰო-ბონგმა  ოსკარი, როგორც საუკეთესო რეჟისორმა მიიღო.

წყარო

კომენტარები