მკვლელობა ქობულეთში

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ქობულეთში ადამიანი სანადირო თოფით მოკლა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ, 27 თებერვალს, ქობულეთში მომხდარი მკვლელობისთვის 1 პირი, 1983 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს. დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1989 წელს დაბადებული გ.ჯ სანადირო თოფით მოკლა. 

"ბრალდებულმა გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა",-წერია განცხადებაში.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები