ქველმოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში

აშშ-ში ეკლესიამ 45 ათასზე მეტ ოჯახს $46.5 მილიონის სამედიცინო სესხი დაუფარა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატ ცინცინატის გზაჯვარედინის ეკლესიამ 45 ათასზე მეტი ოჯახის სამედიცინო სესხი დაფარა - მათი ჯამური ღირებულება 46.5 მილიონ აშშ დოლარს აღწევდა.

სამედიცინო სესხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ეკლესიამ ოჰიაოს, კენტუკის, ტენესისა და ინდიანას შტატების მოსახლეობის სესხები გადაიხადა.

ოჰაიოში 41 233 ოჯახს $42.8 მილიონის სესხი დაუფარეს, კენტუკიში 2 974 ოჯახს $1.9 მილიონის, ტენესიში 503 ოჯახს $1.5 მილიონის, ხოლო ინდიანაში 136 ოჯახს ჯამში 200 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხი გადაუხადეს.

ოჯახები ყვითელ კონვერტებს მიიღებენ წერილით: "გილოცავთ, თქვენი ვალი გადახდილია, რადგან ვიღაცას უყვარხართ და არსებობს ღმერთი, რომელსაც არ დავიწყებიხართ."

კომენტარები