ჭიკაიძის გამდიდრება

ნადირაშვილი: ჭიკაიძის უეცარი გამდიდარება ადასტურებს, რომ მინისტრობისას ბევრი ფული მოიპარა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის უეცარი გამდიდარება, ადასტურებს იმას, რომ მან თანამდებობაზე ყოფნისას ბევრი ფული მოიპარა. ნადრიაშვილის საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა ცოლმა ორ წელზე ნაკლებ დროში 5 უძრავი ქონება შეიძინეს. ეს იმ პირობებში, როცა ჭიკაიძე საჯარო სამსახურში აღარ იყო და თანამდებობის დატოვების დროს დანაზოგი ან დიდი სესხი არ უფიქსირდება.

"მისი დეკლარაცია, რომელიც შევსებული ჰქონდა, როგორც თანამდებობის პირს არ იძლეოდა ასეთი ქონებების ყიდვის მატერიალურ საშუალებას. ეს რომ იყოს ერთი ფაქტი და უკავშირდებოდეს მხოლოდ ჭიკაიძეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანი, მაგრამ ეს არის სისტემური პრობლემა ქართულ ოცნებაში. ჩვენ ვიცით რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები გახდნენ მილიონერები ქართულ ოცნებაში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება ჩაფლულია ყელამდე კორუფციაში და ამის მაგალითი ძალიან ბევრია," - ამბობს ნადირაშვილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ ანგარიში ჭიკაიძის უეცარი გამდიდრების შესახებ დღეს გაავრცელა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს.

TI-ში ამბობენ, რომ ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები