შსს

შსს: ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობისთვის ერთი პირი დუშეთში დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც დღეს ჭოპორტში დედა და მოკლა. 

შსს-ის ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ლ.ქ. მათ დუშეთში დააკავეს. პირს ბრალად ედება ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას, 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას, 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მათგანი გარდაიცვალა. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები