FRIENDS: როგორ გაგრძელდა მსახიობების კარიერა სერიალის დასრულების შემდეგ

Il Post

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სერიალი Friends სპეციალური ეპიზოდით ბრუნდება. შოუ ახალი სერიით სერიალის 25-წლიან იუბილეს აღნიშნავს.

ამ მოვლენის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ, თვალი გადაგვევლო ჯენიფერ ენისტონის, ლიზა კუდროუს, მეთიუ პერის, მეტ ლებლანის, , კორტნი კოქსისა და დევიდ შვიმერის კარიერისთვის და გაგვეგო რას აკეთებდნენ მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ. 

ჯენიფერ ენისტონი

სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ ჯენიფერ ენისტონის კარიერა სერიალის დასრულების შემდეგ ყველაზე წარმატებულად განვითარდა. ენისტონი ბევრ კომედიასა და მელოდრამაში გამოჩნდა (Marley And Me, We're the Millers, He's Just Not That into You) მოგვიანებით მსახიობმა ფილმში Cake შეასრულა მთავარი გმირი, რომელიც  ექზისტენციალურ კრიზისს ებრძვის და კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ენისტონი ოსკარის ნომინაციისთვისაც მზადაა, თუმცა მსახიობი ნომინირებული არ ყოფილა. ბოლო პროექტი, რომელშიც ენისტონმა მთავარი როლი შეასრულა სტრიმ სერვისის Apple TV+ სერიალი Morning Show იყო (შესრულებული როლისთვის ენისტონი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული). Forbes-ის მონაცემებით ენისტონი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია. 


ფოტო: Hello Magazine

მეტ ლებლანი

მეტ ლებლანი ეკრანებზე დიდი ხნის განმავლობაში არ დაბრუნებულა. 2011 წელს მსახიობი შოუში Episodes გამოჩნდა და შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი დაიმსახურა. 2016 წელს ლებლანი გადაცემის Top Gear თანაწამყვანი გახდა და შოუში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. შემდეგ მან Top Gear მიატოვა ოჯახისთვისა და მეგობრებისთვის მეტი დროის დასათმობად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის სერიალში Man with a Plan თამაშობს.


ფოტო: Showbiz Cheat Sheet

 კორტნი კოქსი

სერიალის Friends შემდეგ, კორტნი კოქსი შოუში Cougar Town მთავარ როლს ასრულებდა და სწორედ ამ როლისთვის ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. კოქსი ამავე სერიალის 12 ეპიზოდის რეჟისორი იყო. შოუს შემდეგ, რომელიც 2015 წელს დასრულდა მსახიობი ეკრანებზე დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. ცოტა ხნის წინ კოქსმა სერიალებში Modern Family და Shameless ეპიზოდური როლები შეასრულა, ასევე ითამაშა ფილმში Mother's Day, რომელმაც კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა. 


ფოტო: MSN.com

მეთიუ პერი

Friends-ისა და Studio 60 on the Sunset Strip-ის შემდეგ მეთიუ პერის მსგავსი წარმატებული პროექტები აღარ ჰქონია. შოუში Go On მან შეასრულა სპორტული კომენტატორის როლი, თუმცა სერიალი დაბალი რეიტინგის გამო ორი სეზონის შემდეგ დაიხურა. მსახიობის კიდევ ერთი არც თუ ისე წარმატებული სერიალი The Odd Couple იყო, რომელიც სამი სეზონი გაგრძელდა. პერის კარიერა დიდწილად მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამოც ვერ შედგა. მსახიობმა  2017 წელს სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ასევე, პერის თქმით, მას ნარკოდამოკიდებულების გამო Friends-ის გადაღებები თითქმის არ ახსოვს. 


ფოტო: Variety

ლიზა კუდროუ

2010-იან წლებში კუდროუ ბევრ ფილმში გამოჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანი როლები მას არ ჰქონია. 2019 წელს მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ფილმში Booksmart. როგორც ჩანს, მსახიობს ანიმაციური ფილმების გახმოვანება  უფრო იზიდავს (BoJack Horseman, Human Discoveries, The Boss Baby). ასევე, 2005-2016 წლებში მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა სერიალში Web Therapy, რომლის სცენარისტიც და პროდიუსერიც თვითონ იყო.


ფოტო: 9NEWS.com

დევიდ შვიმერი

დევიდ შვიმერმა მნიშვნელოვანი როლი, Friends-ის შემდეგ, რაიან მერფის სერიალის American Crime Story პირველ სეზონში შეასრულა, რისთვისაც ემიზე იყო ნომინირებული. 2016 წელს შვიმერი თამაშობდა სერიალში Feed the Beast, ხოლო ამჟამად მისი აქტიური პროექტია - Intelligence. ვარაუდობენ, რომ მსახიობი დაკავებულია თეატრში და მას შვილისთვის მეტი დროის დათმობა სურს. 


ფოტო: Maratón de Series

კომენტარები